პარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს განიხილავენ, კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება ოპოზიციონერი დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის გამოსვლას მოჰყვა.
მანამდე დაპირისპირება ოპოზიციონერი დეპუტატის, ტარიელ ნაკაიძის გამოსვლას მოჰყვა, რომელსაც უმრავლესობის წევრები დაუპირისპირდნენ.
ნაკაიძემ უმრავლესობის წევრებს მოუწოდა, არ ჩაყარონ წინაპრების ღვაწლი წყალში, წინააღმდეგ შემთხვევაში ორჯონიკიძეების გვერდით იქნებიან, ამის შემდეგ კი უმრავლესობის წევრებმა ნაკაიძეს „ნომრიანი აგენტი“ უწოდეს.