ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროგრამის “ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარება 2024-2026 წლები” ფარგლებში ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის უფროსი, გიორგი დიდიძე, მუნიციპალიტეტების მერები, სამხარეო ადმინისტრაციისა და მერიების სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს პროგრამის ფარგლებში დაფინანსების შესაძლებლობებსა და მოსამზადებელი ღონისძიებების შესახებ. შეხვედრის მიზანს ასევე, რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, მხარეთა ჩართულობის გაძლიერების გზით ინოვაციური იდეების გენერირების და პროექტების მართვის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობას წარმოადგენდა.