გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით,ფეხბურთში ამირან გაჩეჩილაძის სახელობის ტურნირი გაიმართება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სართიჭალის ცენტრალურ სტადიონზე, ფეხბურთში ამირან გაჩეჩილაძის სახელობის ტურნირი გაიმართება.

ტურნირი 15 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

აღსანიშნავია,რომ გამარჯვებული გუნდები ფასიანი საჩუქრებით, მედლებით, სიგელებითა და ფორმებით დასაჩუქრდებიან.