გარდაბნის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება საზეიმოდ, განსაკუთრებულ ვითარებაში აღნიშნეს, რომელსაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, ლევან ხმალაძე და ფუად მირზოევი, საკრებულოს თავჯდომარე მიხეილ გედეხაური და მოადგილე ზაზა ონიანი დაესწრნენ.
სკოლის მოსწავლეებმა სტუმრების წინაშე ორი თეატრალური დადგმა წარმოადგინეს, სტუმრობისა და მხარდაჭერისთვის კი მადლობა გადაუხადეს.