თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სახალხო-რელიგიური დღესასწაული ,,თელეთობა“ აღინიშნა

დღეს, თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სახალხო-რელიგიური დღესასწაული ,,თელეთობა“ აღინიშნა.
სპორტული ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში, მკლავჭიდსა და ფეხბურთში.
გამარჯვებული სპორტსმენები დაჯილდოვდნენ სიგელებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით. ქართული ჭიდაობის აბსოლუტურ წონაში გამარჯვებულები კომპანია „როსტერმაც“ დააჯილდოვა და ფასიანი საჩუქრები გადასცა.
დღესასწაულს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან ხმალაძე, თელეთის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი გურულიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„თელეთობა“ ყოველ წელს, ამაღლების დღესასწაულზე აღინიშნება