ოქსიგენ ფესტის სივრცეში საქართველო-ჩეხეთის მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება

ოქსიგენფესტის ფარგლებში, რუსთავის ცენტრალურ პარკში, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩების პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება.

ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების ისტორიული მატჩის საქომაგოდ, ხვალ რუსთაველები ქალაქის ცენტრალურ პარკში, ოქსიგენ ფესტის სივრცეში კვლავ შეიკრიბებიან.

შეგახსენებთ საქართველოს ნაკრები ხვალ 22 ივნისს მეორე ევრო მატჩს ჩეხეთის ნაკრებთან ითამაშებს.