რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, თბილისში, დედაქალაქის მერიის მიერ ორგანიზებულ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმში სახელწოდებით – ,,ჯანსაღი ქალაქი – მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“ მიიღო მონაწილეობა.
ფორუმი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა.
მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში სანია ჩელებიჩ ლუკოვაჩმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულმა მრჩეველმა, ჯანსაღი ქალაქების ევროპული ქსელის ხელმძღვანელმა კირა ფორუნიჩმა.
ნინო ლაცაბიძემ, ფორუმის მონაწილეებს, რუსთავში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების, ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი, სახელწოდებით – „ჯანსაღი ქალაქი – მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“, დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ორგანიზებით ტარდება.