სიმპოზიუმის ტერიტორიაზე ქანდაკებების შექმნის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

სიმპოზიუმის ტერიტორიაზე ქანდაკებების შექმნის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

რუსთავის პარკში მოწყობილ სიმპოზიუმის სივრცეში, 7 ივნისიდან 8 ქართველი და 5 უცხოელი – ბულგარელი, სერბი, ჩინელი და ირანელი სკულპტორები მუშაობენ

მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმში მოწვეული ხელოვანების სტატუსით, ცნობილი რუსთაველი მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქია და მსოფლიო სიმპოზიუმების გაერთიანების ხელმძღვანელი ლიუ იანგიც არიან ჩართულნი.

აღსანიშნავია,რომ მოქანდაკეთა სიმპოზიუმი  სწორედ იმ ტერიტორიაზეა მოწყობილი, სადაც გასული საუკუნის 90-იან წლებში, სიმპოზიუმის ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი.

რუსთავის პარკში მოწყობილ ღია სივრცეში სკულპტურის შექმნის საინტერესო პროცესის დაკვირვება, ნებისმიერ მსურველს 28 ივნისამდე შეუძლია.