ქობულეთის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში ყოფით ნიადაგზე დაპირისპირების შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაშავებული კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

 

შემთხვევა 6 ივნისს მოხდა.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.