საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია – წერეთლის მეტროში მგზავრები გვირაბიდან გამოჰყავთ.
როგორც ცნობილია,მატარებელი ტექნიკური ხარვეზის დროს გვირაბში გაჩერდა.
წერეთლის სადგურთან ახლოს მდებარე მატარებლიდან მგზავრები ამ დროისთვის გვირაბით გამოჰყავთ.
საბურთალოს ხაზზე მოძრაობა, დაახლოებით, ნახევარი საათზე მეტია, რაც შეჩერებულია.