ამირან გაჩეჩილაძის სახელობის ტურნირი ფეხბურთში დაიწყო

20 ივნისს, სართიჭალის ცენტრალურ სტადიონზე ტურნირის პირველი თამაში გაიმართა.
ერთმანეთს „იმერლები“ და „ცენტრი“ დაუპირისპირდნენ, „იმერლებმა“ მოწინააღმდეგე გუნდი 6:4 დაამარცხეს.
შეგახსენებთ, რომ ამირან გაჩეჩილაძის სახელობის ტურნირი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით მიმდინარეობს და 20 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება თამაშები.