ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მარტყოფისა და ნორიოს მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებს ესტუმრნენ.
პატარებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით კი პატარებისთვის მოეწყო “უჯმა და ბავშვების” გასართობი პროგრამა ზღაპრის გმირების მონაწილეობით.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, გარკვეული კატეგორიის, ბენეფიციარებს პროგრამული დახმარება გაეწიათ.