“ბიბლუსის“ ლიტერატურული ტურნე თემით „ილიას ევროპა და საქართველო“ რუსთავიდან იწყება

„ბიბლუსი“, როგორც საქართველოში წიგნის მაღაზიების ყველაზე დიდი ქსელი უპრეცედენტო მაშტაბის ლიტერატურულ ტურნეს იწყებს. თემით „ილიას ევროპა და საქართველო“

შეხვედრები 1-ელ ივლისს რუსთავში დაიწყება და 19 ივლისს ბათუმში დასრულდება.

თანამედროვე ქართველი მწერლები 9 ქალაქს ესტუმრებიან და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან.

საკუთარ წიგნებს განიხილავენ და ავტოგრაფებსაც დაარიგებენ.

• 1 ივლისი, რუსთავი – გიორგი არაბული და გიორგი კეკელიძე;

• 4 ივლისი, ქუთაისი – ნათია ჯაგოდნიშვილი

• 10 ივლისი, გორი – ვასო გულეური, დათო ტურაშვილი და დიანა ანფიმიადი;

• 13 ივლისი, თელავი – მიშა ღამესაშვილი და ნინია სადღომელაშვილი;

• 14 ივლისი, გურჯაანი – ეთერ თათარაიძე და ნიკოლოზ ტოტოღაშვილი;

• 15 ივლისი, ბაკურიანი – ტარიელ ხარხელაური;

• 16 ივლისი, ზუგდიდი -ლევან ბერძენიშვილი და ზვიად კვარაცხელია;

• 17 ივლისი, გურია -გიორგი კეკელიძე;

• 18 ივლისი, ბათუმი თეონა დოლენჯაშვილი და გიორგი კეკელიძე;

• 19 ივლისი, ბათუმი – თათული ღვინიანიძე.

სპეციალურად პატარა ასაკის მკითხველისთვის კი „პეპელასთან“ თანამშრომლობით რამდენიმე ქალაქში განსაკუთრებული აქტივობებიც იგეგმება- ქუთაისში, გორსა და ბაკურიანში დაგეგმილ შეხვედრებში ბევრი სიურპრიზი გელოდებათ.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე მისული სტუმრები -30%იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ სრულ ასორტიმენტზე.​

შემოუერთდი ლიტერატურულ ტურნეს.