გაერთიანებულ სამეფოს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება

გაერთიანებულ სამეფოს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.

დიპლომატიური უწყების ცნობით, მარკ კლეიტონს რამდენიმე თვეში გარეთ უორდი შეცვლის, კლეიტონი კი საქმიანობას გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიურ სამსახურში სხვა პოზიციაზე განაგრძობს.

„ამ ზაფხულს გაერთიანებულ სამეფოს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება. მარკ კლეიტონს გარეთ უორდი რამდენიმე თვეში შეცვლის. საქართველოში ოთხწლიანი მისიის დასრულების შემდეგ მარკ კლეიტონი საქმიანობას გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიურ სამსახურში სხვა პოზიციაზე განაგრძობს. საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის პოზიციაზე საქმიანობას გარეთ უორდი 2024 წლის აგვისტოდან შეუდგება.