გარდაბანში საქართველო-პორტუგალიის მატჩის ღია ჩვენება გაიმართება

ხვალ 26 ივნისს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მესამე და გადამწყვეტ შეხვედრას პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

მატჩის ღია ჩვენება გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქალაქ გარდაბნის ცენტრალურ პარკში სპეციალურად მოწყობილ სივრცეში გაიმართება.

მატჩი საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება