გარდაბანში საქართველო-ჩეხეთის მატჩის ღია ჩვენება გაიმართება

საქართველო-ჩეხეთის მატჩის ღია ჩვენება გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქალაქ გარდაბნის ცენტრალურ პარკში სპეციალურად მოწყობილ სივრცეში გაიმართება.

საფეხბურთო მატჩის ჩვენების პარალელურად პარკში მოსულ გულშემატკივარს ფანზონა, საკვები ობიექტები და სხვადასხვა გასართობი აქტივობები დახვდებათ.