გერმანიაში ძლიერი წვიმის გამო შუასაუკუნოვანი სასახლის, ფალკენშტაინის კედლები ჩამოინგრა. ამის შესახებ Spiegel-ი წერს.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ სასახლის მახლობლად მდებარე დასახლებებიდან 50 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ფალკენშტაინი გერმანიის სამხრეთში, ავსტრიასთან საზღვარზე მდებარეობს. სასახლე IV საუკუნეში, დაახლოებით 1200 მეტრი სიმაღლეზე ააშენეს, მომდევნო საუკუნეებში სასახლეს არაერთხელ ჩაუტარდა რესტავრაცია.
XVII საუკუნეში სასახლეში ხანძარი გაჩნდა, რის შემდეგაც სასახლე ნანგრევებად იქცა.