ეიფელის კოშკზე ოლიმპიური რგოლები დამონტაჟდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე 50 დღე დარჩა.
ოლიმპიადის მიმდინარეობისას ეიფელის კოშკი მოვლენების განვითარების ერთ-ერთი ცენტრალური ლოკაცია იქნება – ქვიშის ფრენბურთში შეჯიბრი უშუალოდ ეიფელის კოშკთან ჩატარდება.
ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს დაიწყება და 11 აგვისტოს დასრულდება.