მოყვარულთა ლიგა 2024 წლის მუნიციპალური შესარჩევი ეტაპი იწყება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია გთავაზობთ და გაძლევთ შესაძლებლობას ჩაერთოთ ყველაზე მასშტაბურ სპორტულ პროექტში, რომელიც მოიცავს მუნიციპალურ, რეგიონალურ და ფინალურ ეტაპებს.

მოყვარულთა ლიგა იმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით და აღიარებულია ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს UEFA-ს მიერ. საქართველოს საუკეთესო გუნდი, ტრადიციულად, მონაწილეობას მიიღებს ევროპის სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატზე – UEFA Regions’Cup და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში.

ჩემპიონატში მონაწილე შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი 16 წლის ასაკიდან, რომელიც არ ირიცხება:

საქართველოს ლიგა 1,

ეროვნული ლიგა 2, ლიგა 3, ლიგა 4,

რეგიონული ლიგები (ყველა რეგიონული ლიგა),

ჭაბუკთა ლიგები.

გამონაკლისს წარმოადგენს ფუტსალის ლიგა და ფუტსალის ლიგა 2, სადაც რეგისტრირებული მხოლოდ ერთი მოთამაშის (იგულისხმება ჯამურად, ორივე ლიგიდან ერთი ფეხბურთელი) დამატების უფლება ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს მინიჭებული აქვთ.

მონაწილე გუნდებმა უნდა წარმოადგინონ 16-დან 30-მდე რაოდენობის მოთამაშეთა განაცხადი. დეტალური ინფორმაცია ჩემპიონატში მონაწილეობის წესების შესახებ მითითებულია „მოყვარულთა ლიგა 2024“-ის მუნიციპალური ეტაპის დებულებაში.

მონაწილეობის მსურველებმა განაცხადის შევსებული ფორმა გამოაგზავნეთ აღნიშნულ მეილზე: gardabani.kultura@gmail.com

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:

557 19 38 07 – ირაკლი ტაბატაძე