მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიშში საქართველოს ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებული პროგნოზი წარმოადგინა

მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების 2024 წლის განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა. პუბლიკაციაში, რომელიც წელიწადში ორჯერ, იანვარსა და ივნისში გამოდის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი იანვართან შედარებით გაუმჯობესებულია.

კერძოდ, მსოფლიო ბანკის შეფასებით საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს 5,2%-ი, 2025 წელს კი 5%-ით გაიზრდება, რაც შესაბამისად 0,4%-ით და 0,5%-ით მაღალია, ვიდრე ეს მსოფლიო ბანკს წლის დასაწყისში ჰქონდა წარმოდგენილი. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკმა 2021-2026 წლების ეკონომიკური ზრდის პერსპექტივაც წარმოადგინა. ბანკის შეფასებით და პროგნოზით, ირკვევა, რომ საქართველოს ეკონომიკა ამ 6 წლიან პერიოდში ჯამში 53,1%-ით იზრდება, რითაც ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში ლიდერობს და ერთადერთია ქვეყანა, რომელიც განხილულ ექვსწლედში ერთნახევარჯერ მეტად ზრდის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას.