რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ლიეტუვის ელჩს საქართველოში, ანდრიუს კალინდრას და ვილნიუსის რაიონის მუნიციპალიტეტის მერს, რობერტ დუხნევიჩს, რუსთავის მერიის მუნიციპალური რეფორმებისა და სერვისების განვითარების ცენტრის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ვილნიუსის რაიონის მუნიციპალიტეტის მერს და ლიეტუვის ელჩს, ნინო ლაცაბიძე მოადგილე კახა გურულთან ერთად, მუნიციპალური სერვისების ახალ ცენტრში შეხვდა.
ქალაქის მერმა სტუმრებს, რუსთავში, ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების შედეგები გაცნო და სერვისების გაუმჯობესების მიზნით დანერგილ სიახლეებზე და პროექტებზე ესაუბრა.
თავის მხრივ, რობერტ დუხნევიჩმა, ვილნიუსის რაიონის მუნიციპალიტეტის შესახებ მიაწოდა რუსთავის მერს დეტალური ინფორმაცია.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.