ოჯახის ინფორმაციით, გიორგი გახელაძის ცხედარი იპოვეს

ოჯახის ინფორმაციით, გიორგი გახელაძის ცხედარი იპოვეს.

ამის შესახებ მისი მეუღლე ინგა მალაციძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

„აღარ მყავს გიო! მორჩა ჩვენი ამბავი!“ – წერს ინგა მალაციძე სოციალურ ქსელში.

არსებული ინფორმაციით, გახელაძის ცხედარს კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაგნეს. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

ოჯახის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკოსი, პროფესორი გიორგი გახელაძე 19 ივნისს, დილით გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.