რუსთავის ბაღებში დღეს საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია გაერთიანების ფილიალებში დილის 10:00 საათიდან დაიწყო და ეტაპობრივად სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში განხორციელდა.
აღსაზრდელების მშობლებს ბავშვების ბაღში დარეგისტრირება ელექტრონულ ვებ-გვერდზე rustavi.kids.ge-ზე შეეძლოთ.
აღსანიშნავია,რომ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რეგისტრაციაში მონაწილეობა არ მიიღო N11, 23, 25, ფილიალებს.