რუსთავში, დიზაინერ თიკო კომლაძის ტყავის აქსესუარების სივრცე გაიხსნა, სადაც ნატურალური ტყავისგან შექმნილი ნივთები მზადდება.
სახელოსნო რუსთაველის N8-ში მდებარეობს და ონლაინ შეკვეთებთან ერთად, ტყავის ნივთების შეძენა მომხმარებელს უკვე ფიზიკურ სივრცეშიც შეუძლია.
თიკო კომლაძე ტყავის აქსესუარებს 2015 წლიდან ამზადებს, თუმცა, ამ დრომდე, შეძენა მხოლოდ ონლაინ იყო შესაძლებელი.
მომხმარებელს უკვე ფიზიკურ სივრცეში შეუძლია ტყავის აქსესუარებისთვის მასალები და ფერები სახელოსნოში შეარჩიოს და სახელოსნოშივე შეუკვეთოს სასურველი მოდელი. გრძელდება ონლაინ შეკვეთების მიღებაც.