რუსთავში, მე-18 მიკრორაიონში, დღეს ახალი შიდასაუბნო სტადიონი გაიხსნა.
ახალი სპორტული მოედანი, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, პატარა ფეხბურთელების იმ გუნდთან ერთად გახსნა, ვისი თხოვნითაც, რამდენიმე თვის წინ, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე, ახალი სტადიონის მოწყობა გადაწყდა.
სტადიონის გახსნას, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა დაესწრო.
სტადიონის გახსნის შემდეგ, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ფეხბურთის ქომაგებთან ერთად, ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ, ცენტრალურ პარკში გადაინაცვლა, სადაც ევროპის ჩემპიონატის საქართველო-ჩეხეთის მატჩის ღია ჩვენება მოეწყო.