რუსთავში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი საზეიმოდ დაიხურა.
სკულპტორებმა, რომლებიც ექსკლუზიურად რუსთავისთვის, ქანდაკებებს 20 დღის განმავლობაში, რუსთავის პარკში მოწყობილ სიმპოზიუმის სივრცეში ქმნიდნენ, უკვე დასრულებული ნამუშევრები, სათითაოდ წარუდგენეს ღონისძიების სტუმრებს.
სიმპოზიუმის დახურვის ცერემონია, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გახსნა და 5 უცხოელ და 8 ქართველ სკულპტორს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ღონისძიებას, საქართველოს პარლამენტის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, სიმპოზიუმის სივრცეში შეკრებილი სტუმრებისთვის, მაია ბარათაშვილმა მუსიკალური კომპოზიციები შეასრულა.
მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ჩატარების ტრადიცია, რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით აღდგა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, წელს პირველად გაიმართა.
ქართველ და უცხოელ სკულპტორებს, რუსთავის ცენტრალურ პარკში არსებულმა ამ სივრცემ, პირველად გასული საუკუნის 90 -იან წლებში უმასპინძლა.
ქანდაკებები, რომლებსაც სპეციალურად რუსთავისთვის, 8 ივნისიდან ქმნიდა 13 სკულპტორი, რუსთავის ქუჩებში განთავსდება.