რუსთავში საკრებულოს რიგით N35 სხდომა გაიმართა

საქართველოს ეროვნული ნაკრების EURO 2024 – ზე ისტორიული გამარჯვების მილოცვით გაიხსნა, დღეს გამართული რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.
ეროვნულ ნაკრებს EURO 2024 -ზე მერვედფინალში გადასვლა მიულოცეს და ტურნირის წარმატებით დასრულება უსურვეს, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ბერიძემ და საკრებულოს დაპუტატებმა.
საკრებულოს სხდომის ფარგლებში, დეპუტატებმა თვრამეტი საკითხი განიხილეს.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების გადაწყვეტილებით, გაფართოვდა „სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის“ ქვეპროგრამა.
პროგრამის ბენეფიციარები, 18 -იდან 24 წლამდე ახალგაზრდები, ისარგებლებენ მინიმალური სასურსათო და დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამებით, ასევე დაუფინანსდებათ სწავლის საფასური და მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა.
 ცვლილებები შევიდა „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა“ ქვეპროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის (უსინათლოებისთვის) გამცილებლის მომსახურების 800 ლარის ოდენობით გაზრდას.
დამტკიცდა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გასაცემი საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა და გეგმა.
დეპუტატების გადაწყვეტილებით, თანხმობა მიეცა შპს „რუსთავი არენა“-ს მუნიციპალიტეტის პირობით გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებაზე.
საკრებულოს რიგით N35 სხდომას არ ესწრებოდნენ, ფრაქცია „რუსთავი საქართველოსთვის“ და ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.