საქართველომ პორტუგალია დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში გავიდა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მათ პლეი ოფის საგზური მოიპოვეს.

გელზენკირხენის „აუფ შალკე არენაზე“ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მესამე მატჩი ჩაატარა და ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტსა და F ჯგუფის ლიდერს დაუპირისპირდა.