საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერი მსვლელობა გარდაბანში

დღეს, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი თამაშია.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ქალაქ გარდაბანში, ცენტრალურ პარკში მატჩის დიდ ეკრანზე ჩვენება გაიმართება.

თამაშის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად სახელმწიფო დროშებით მორთული ავტომობილებით გარდაბნის ქუჩებში მსვლელობა მოეწყო და მოქალაქეები პარკში, საქართველო-თურქეთის მატჩის პირდაპირ ტრანსლაციაზე მიიწვიეს.