საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩისთვის მზადებას განაგრძობს.
20 ივნისს, ვილი სანიოლის გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე 25 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებს მზადებას ოთარ კიტეიშვილი
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ჩეხეთის ნაკრებს 22 ივნისს, ჰამბურგში დაუპირისპირდება.
მატჩი საქართველოს დროით 17:00 საათზე დაიწყება.