ქალაქ გარდაბანში, ცენტრალურ პარკში მატჩის დიდ ეკრანზე ჩვენება გაიმართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ქალაქ გარდაბანში, ცენტრალურ პარკში მატჩის დიდ ეკრანზე ჩვენება გაიმართა.

საქართველო-თურქეთის მატჩის ტრანსლაციას, ფეხბურთის გულშემატკივრებთან ერთად, გარდაბნის მერი დავით კარგარეთელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გარდაბნის ცენტრალური პარკი ფეხბურთის გულშემატკივრებს, 22 და 26 ივნისს, საქართველო-ჩეხეთის და საქართველო- პორტუგალიის მატჩების დღეებშიც უმასპინძლებს.