ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ხალხთა შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობაზე და ორი ქვეყნის მჭიდრო პოლიტიკურ ურთიერთობებზე. ასევე, განიხილეს ისრაელი-საქართველოს პარტნიორობის საკითხები სხვადასხვა სფეროში და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.
შეხვედრას რწმუნებულის მოადგილეები ნიკა კობახიძე, კახა კობერიძე, ილია ჯალაღანია და ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს „მაშავის“ დირექტორი, გიორგი ჟღენტი ესწრებოდნენ.