1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე —  1949 წლის ნოემბერში ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა,ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში,მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.

მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ბავშვებისთვის სხვადსხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართება.