1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარდაბნის ცენტრალურ პარკში გასართობი ღონისძიება გაიმართა

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ბავშვთა გასართობი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში: ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრი მოსწავლე ახალგაზრდობის დეპარტამენტთან არსებული ხატვის წრის მოსწავლეებმა მოხატეს ასფალტი.

ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ორგანიზებით ბაღის აღსაზრდელებმა შემოგვთავაზეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.