13 ივნისს მომხდარი ტრაგედიიდან 9 წელი გავიდა

თბილისში, 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიიდან 9 წელი გავიდა. მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2 ადამიანი. სტიქიამ ​დედაქალაქსა და მის შემოგარენში საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა დააზიანა.

უსახლკაროდ რამდენიმე ათეული ოჯახი დარჩა.

განადგურდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორიები.

სტიქიისას დაიხოცა ზოოპარკის ბინადართა ნაწილი. გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა.

ივნისი ტრაგედიასთან ერთად სოლიდარობისა და ერთიანობის სიმბოლოდაც იქცა, მოხალისეებმა სტიქიის შედეგებთან გამკლავება ერთიანი ძალებით დაიწყეს.