18 ივნისს გარდაბნის ცენტრალურ პარკში საქართველო-თურქეთის მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება

18 ივნისს გარდაბნის ცენტრალურ პარკში საქართველო-თურქეთის მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება .

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პირველ შეხვედრას 18 ივნისს, ქალაქ დორტმუნდში თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს, 22-ში ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრებთან გაიმართება შეხვედრა.

სამივე მატჩის ღია ჩვენება გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქალაქ გარდაბნის ცენტრალურ პარკში სპეციალურად მოწყობილ სივრცეში გაიმართება.

საფეხბურთო მატჩების ჩვენებების პარალელურად პარკში მოსულ გულშემატკივარს ფანზონა, საკვები ობიექტები და სხვადასხვა გასართობი აქტივობები დაგხვდებათ.