19 ივნისს, ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ივნისს 10:00-დან
18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
მარნეულის რაიონის სოფლებში კასუმლო, ბეითარაბჩი, ბაითალო, დამია და
მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის
რაიონის სოფლებში გომარეთი, ველისპირი, ახა და მიმდებარე სოფლებში;

11:20-დან 19:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში
მარტყოფი და კრწანისი;

12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში
ჭყონდიდელის დასახლებაში მთლიანად;

12:00-დან 18:00 საათამდე
აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ქოლაგირი, თამარისი, არქევანი,
ფარიზი, შაუმიანი და მიმდებარე სიფლებში.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.