20 ივნისს,ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 ივნისს 11:00-დან
19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში სამშვილდე და დაღეთი;

11:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს რუსთავის შემოსასვლელში, თბილისი წითელი ხიდის
გზატკეცილზე და მიმდებარე ტერიტორიაზე;

12:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფელ ირგანჩაიში;

12:30-დან 13:30 საათამდე და 18:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში
ამამლო, ოროზმანი, ბაზაქლო, გუგუთი, ანგრევანი და მიმდებარე სოფლებში;

17:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში იმირი,
შაუმიანი, ყულარი, შულავერი და მიმდებარე სოფლებში.

სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.