21 ივნისს,ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ივნისს 11:00-დან
17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
გარდაბნის რაიონის სოფლებში მარტყოფი, ნორიო, მთისძირი, ბროწეულა და
მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში
რჩეულიშვილის, ნეკრასოვის, ბელიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული
კორპუსების ნაწილს;

11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს
რაიონის სოფელ ირაგაში;

12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის
რაიონის სოფლებში მუშევანი, ჯავშანიანი, საბერეთი, კიანეთი და მიმდებარე
სოფლებში;

13:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის
სოფლებში ირგანჩაი, ამამლო, მამიშლო, საფარლო და მიმდებარე სოფლებში;

15:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში
აზიზკენდი, თაზაქენდი, კულარი, ალგეთი, ლეჟბადინი და მიმდებარე
სოფლებში;

11:00-დან 19:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის
სოფლებში თელეთი და სართიჭალა.

სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.