25 ივნისს, ქვემო ქართლის რეგიონში,მათ შორის რუსთავშიც ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივნისს 10:00-დან
14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ხაიში, მარაბდა, ასურეთი, დურნუკი,
წინწყარო და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს
გარდაბნის რაიონის სოფლებში ლემშვენიერა, ჯანდარა, მზიანეთი და
მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის
სოფლებში ავრანლო, ხანდო, აიაზმა, გუმბათი და მიმდებარე სოფლებში;

12:00- დან 13:30 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში იმირი,
იმირჯალა, შაუმიანი, ყულარი და მიმდებარე სოფლებში;

18:00-დან 22:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მაზნიაშვილის, ჯავახიშვილის, გოგოლის და
მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს.

სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.