„ბიბლუსი“, როგორც საქართველოში წიგნის მაღაზიების ყველაზე დიდი ქსელი უპრეცედენტო მაშტაბის ლიტერატურულ ტურნეს იწყებს. თემით „ილიას ევროპა და საქართველო“
შეხვედრები 1-ელ ივლისს რუსთავში დაიწყება და 19 ივლისს ბათუმში დასრულდება.
თანამედროვე ქართველი მწერლები 9 ქალაქს ესტუმრებიან და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან.
საკუთარ წიგნებს განიხილავენ და ავტოგრაფებსაც დაარიგებენ.
• 1 ივლისი, რუსთავი – გიორგი არაბული და გიორგი კეკელიძე;
• 4 ივლისი, ქუთაისი – ნათია ჯაგოდნიშვილი
• 10 ივლისი, გორი – ვასო გულეური, დათო ტურაშვილი და დიანა ანფიმიადი;
• 13 ივლისი, თელავი – მიშა ღამესაშვილი და ნინია სადღომელაშვილი;
• 14 ივლისი, გურჯაანი – ეთერ თათარაიძე და ნიკოლოზ ტოტოღაშვილი;
• 15 ივლისი, ბაკურიანი – ტარიელ ხარხელაური;
• 16 ივლისი, ზუგდიდი -ლევან ბერძენიშვილი და ზვიად კვარაცხელია;
• 17 ივლისი, გურია -გიორგი კეკელიძე;
• 18 ივლისი, ბათუმი თეონა დოლენჯაშვილი და გიორგი კეკელიძე;
• 19 ივლისი, ბათუმი – თათული ღვინიანიძე.
სპეციალურად პატარა ასაკის მკითხველისთვის კი „პეპელასთან“ თანამშრომლობით რამდენიმე ქალაქში განსაკუთრებული აქტივობებიც იგეგმება- ქუთაისში, გორსა და ბაკურიანში დაგეგმილ შეხვედრებში ბევრი სიურპრიზი გელოდებათ.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე მისული სტუმრები -30%იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ სრულ ასორტიმენტზე.
შემოუერთდი ლიტერატურულ ტურნეს.