ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა პირველი მატჩი გამართა

გერმანიაში, ქალაქ დორტმუნდში, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩში გამართა. ქართველი ფეხბურთელები თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და შეხვედრა ანგარიშით 1:3 დათმეს.

 

თამაშის პირველი ტაიმი ფრედ – 1:1 დასრულდა. ანგარიში მერთ მიულდიურიმ 25-ე წუთზე გახსნა, 32-ე წუთზე კი გიორგი ქოჩორაშვილის პასით გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმში თურქეთის ნაკრები 65-ე წუთზე არდა გიულერიმ დააწინაურა, მესამე გოლი კი ქერემ აკტურკოღლუმ გაიტანა.

 

შეგახსენებთ, რომ „დინამო არენაზე“ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში საბერძნეთის დამარცხების შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა „ევრო 2024“-ის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვა. საქართველოს ნაკრები გუნდი „F” ჯგუფში ასპარეზობს და მომდევნო შეხვედრას 22 ივნისს ჩეხეთთან, 26 ივნისს კი პორტუგალიასთან გამართავს.