რუსთავში,მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი დასასრულს უახლოვდება

რუსთავში დასასრულს უახლოვდება მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომლის ფარგლებშიც, ქართველი და უცხოელი სკულპტორები, ექსკლუზიურად რუსთავისთვის ქმნიან ქანდაკებებს.

 

სიმპოზიუმის ტრადიცია, რომელსაც გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, რუსთავის მერიამ წელს აღადგინა.

 

ქანდაკებები, ქალაქის ცენტრალურ პარკში მოწყობილ სიმპოზიუმის სივრცეში, 8 ივნისიდან იქმნება და ამ პროცესის დაკვირვების საშუალება, ყველა მსურველს აქვს.

 

სიმპოზიუმში, 8 ქართველი და 5 უცხოელი – ბულგარელი, სერბი, ჩინელი და ირანელი სკულპტორები, ასევე მოწვეული ხელოვანების სტატუსით, ცნობილი რუსთაველი მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქია და მსოფლიო სიმპოზიუმების გაერთიანების ხელმძღვანელი ლიუ იანგი მონაწილეობენ.

 

მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი 29 ივნისს საზეიმოდ დაიხურება.

რუსთავი ერთადერთი ქალაქია საქართველოში, რომელიც მსოფლიო სიმპოზიუმების გაერთიანების წევრია.