ხვიჩა კვარაცხელიას გოლი პორტუგალიასთან ევროპის ჩემპიონატის უსწრაფესი გოლების ხუთეულში შევიდა

ხვიჩა კვარაცხელიამ პორტუგალიას ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გოლი გაუტანა.

საქართველოს ნაკრების ლიდერმა მეტოქის კარი 94-ე წამზე აიღო, რაც ამ ტურნირის ისტორიაში მეხუთე მაჩვენებელია.

ყველაზე სწრაფი გოლი ევროპის ჩემპიონატზე მიმდინარე ტურნირზე გავიდა. 16 ივნისს, ალბანელმა ნედიმ ბაირამიმ იტალიელებს 23-ე წამზე გაუტანა.