ავსტრალიის ქალაქ მელბურნში მდებარე ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც შენობას ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძრის ბოლომდე ჩაქრობას შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს. უსაფრთხოების მიზნით ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზები დაიკეტა.
ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს ახლომდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავი შეიკავოს.