საქართველოში განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სოფელი ჭოეთი იყო, მიწისძვრის სიმძლავრე კი 3.8 მაგნიტუდას შეადგენდა.
პირველი მიწისძვრა დღეს კახეთში, სოფელ გამარჯვებასთან დილით მოხდა, რომლის სიმძლავრე 4.7 მაგნიტუდა იყო.