პარიზის ოლიმპიადის მეოთხე დღე საქართველოსთვის წარმატებული აღმოჩნდა.
24 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას პირველი მედალი მოუტანა.
ძიუდოისტი ფინალში ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულ იაპონელ ტაკანორი ნაგასეს დაუპირისპირდა, შეხვედრა დათმო და ოლიმპიური ვერცხლის მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ეს მის კარიერაში პირველი ოლიმპიური მედალია.