ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, შსს-ს თანხმობის გარეშე, წინა გვერდითა მინები 60%-მდე დაამუქონ

ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, შსს-ს თანხმობის გარეშე, წინა გვერდითა მინები 60%-მდე დაამუქონ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებზე კვლავ 75-პროცენტიანი შეზღუდვა მოქმედებს.

„ავტომობილების წინა გვერდითა მინების დამუქების წესში ცვლილებები შევიდა. მიმდინარე წლის 3 ივლისიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განხორციელებული ცვლილებების თანახმად ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე, წინა გვერდითა მინები დაამუქონ 60%-მდე. აღნიშნული ცვლილებების განხორციელებამდე წინა გვერდითა მინების დამუქებაზე მოქმედებდა 40%-იანი შეზღუდვა. რაც შეეხება მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებს, მათზე კვლავ 75%-იანი შეზღუდვა მოქმედებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.