გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ესპანეთის კლუბ „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი Transfermarkt-ზე მეკარეების სატრანსფერო ღირებულების ცხრილში დაწინაურდა.

 

Transfermarkt-ის მიხედვით, გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონი ევრო გახდა.

 

21 მარტს განახლებული მონაცემების მიხედვით, ამ დრომდე, სატრანსფერო პორტალზე გიორგი მამარდაშვილის ღირებულება 35 მილიონ ევროს აღწევდა.

 

ამ დროისთვის, გიორგი მამარდაშვილის მსგავსად, 45 მილიონი ევროა „პორტუსა“ და პორტუგალიის ნაკრების მეკარის, დიოგო კოშტას სატრანსფერო ღირებულებაც.