გიორგი სარდალაშვილმა სადებიუტო ოლიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა

რუსთაველმა ძიუდოისტმა გიორგი სარდალაშვილმა სადებიუტო ოლიმპიადაზე ასპარეზობა ბრინჯაოს ფინალში დაასრულა.

მესამე ადგილისთვის შეხვედრა მან ესპანელი ფრანცისკო გარიგოსთან დათმო.

რუსთაველი სპორტსმენი სადებიუტო ოლიმპიადაზე მერვედფინალიდან ჩაერთო. მან ისრაელის წარმომადგენელი იამ ვოლჩაკი დაამარცხა, მეოთხედფინალი თურქ სალიჰ ილდიზთან დათმო, რეპეშაჟში კი სამხრეთკორეელ ვონ ჯინ კიმს სძლია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი სარდალაშვილმა აბუ-დაბიში  გამართულ  მსოფლიოს ჩემპიონატზე 20 წლისამ ოქროს მედალი მოიპოვა და ის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონია.